თეგი: მწერალთა სახლი

ქეთევან დუმბაძე დეპუტატის მანდატს დატოვებს და საქართველოს მწერალთა სახლს უხელმძღვანელებს

სსიპ საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება უკვე გამოიცა. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, 2023 წლის საშემოდგომო სესიაზე მწერალთა სახლის ახალ ხელმძღვანელს, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდება. „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ქეთევან დუმბაძეს ულოცავს მწერალთა სახლის დირექტორად დანიშვნას და უსურვებს წარმატებებს. შეგახსენებთ: ქეთევან დუმბაძე ამჟამად საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრია. 1978-1983 წლებში ქეთევან დუმბაძე სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ლიტერატურული ურთიერთობებისა და მხატვრული თარგმანის განხრით. მას პროფესიული საქმიანობის მრავალმხრივი გამოცდილება აქვს. 1977-1993 წლებში იგი მუშაობდა მწერალთა კავშირთან არსებულ მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარ სარედაქციო კოლეგიაში. გამოქვეყნებული აქვს არაერთი სტატია ადგილობრივ და უცხოურ პრესასა და პერიოდიკაში. ასევე, მას გამოქვეყნებული აქვს კლასიკური და თანამედროვე ავტორების თარგმანები. 1990-იანი წლებიდან 2013 წლამდე აქტიურად საქმიანობდა სატელევიზიო სფეროშიც. არის არაერთი ტელევიზიის საინფორმაციო, შემეცნებითი, საავტორო გადაცემებისა და პროექტების ავტორი და პროდიუსერი. 1993-1999 წლებში იგი სხვადასხვა პოზიციას იკავებდა საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახუში. 2013-2017 წლებში იყო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი, 2018 წელს - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ექსპერტი, ასევე, ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის - „ცოცხალი წიგნები“ - ხელმძღვანელი,“ - წერია ინფორმაციაში. „მწერალთა სახლის" მოქმედ დირექტორს, ნატა ლომოურს უფლებამოსილების ვადა 7 აგვისტოს ამოეწურა. რადიო თავისუფლების ცნობით, ლომოური აცხადებდა, რომ სამინისტროდან მას არავინ დაკავშირებია იმის სათქმელად, აპირებდნენ თუ არა მასთან თანამშრომლობას. ლომოური „ნეტგაზეთთან“ 8 აგვისტოს ამბობდა, რომ რამდენიმე დღის წინ კულტურის სამინისტროდან დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ 5 დღეში თანამდებობაზე ყოფნის ოთხწლიანი ვადა ეწურებოდა, რის შემდეგაც უწყებას წერილობით მიმართა, რომ დაინტერესებული იყო უფლებამოსილების გაგრძელებით, თუმცა პასუხი არ მიუღია.  

მწერალთა, მთარგმნელთა და გამომცემელთა ნაწილი მწერალთა სახლის დირექტორად ქეთევან დუმბაძის დანიშვნას აპროტესტებს

ქართველი მწერლების, მთარგმნელების, გამომცემლებისა და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლების ნაწილი განცხადებით მწერალთა სახლის დირექტორად საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრის, ქეთევან დუმბაძის დანიშვნას პროტესტით გამოეხმაურა. „ჩვენ არ ვიღებთ ახალ დირექტორს, რომელმაც ქართული საზოგადოების წინააღმდეგ ხმა მისცა „რუსულ კანონს". არ ვაღიარებთ საბჭოთა მეთოდებით ლიტერატურულ ცხოვრებასა და პროცესებში ჩარევას. მოვითხოვთ, შეიქმნას მწერლების მიერ გამოყოფილ სამუშაო ჯგუფთან ერთად კომისია, რომელიც შეარჩევს მწერალთა სახლის დირექტორის კანდიდატს და შეიმუშავებს ახალ მართვა-გამგეობის დოკუმენტს, რომ მომავალშიც ავიცილოთ ერთპიროვნული და პარტიული გადაწყვეტილებებით მწერალთა სახლის მუშაობაში ჩარევა," - წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: იაკი კაბე გვანცა ჯობავა ლაშა ბუღაძე რატი მუჯირი ნინა სურამელაშვილი რატი ამაღლობელი დარეჯან კიკოლიაშვილი გია გოკიელი გიორგი შონია შორენა ლებანიძე ბუბა კუდავა მაკა კასრაძე ნათია გიორგაძე ნათია ორმოცაძე მაშო სამადაშვილი თაკო ლონდარიძე ელენე ჯაფარიძე თამარ კორკოტაშვილი დალილა გოგია მანანა მათიაშვილი ანი მილაშვილი თინა მამულაშვილი თეკლა ქველაძე თაკო კიკვაძე ნატო გორდელაძე დათო გორგილაძე რუსუდან რუხაძე ნატო ალხაზიშვილი მაია ბადრიძე მაია ცირამუა ეკატერინე ტოგონიძე ივა ფეზუაშვილი შოთა იათაშვილი ნატო კვარაცხელია ბექა ადამაშვილი ინგა ჟღენტი ბელა ჩეკურიშვილი ლელა კურტანიძე მაია კუდავა ზვიად კვარაცხელია თამთა მელაშვილი ბესო სოლომანაშვილი ირაკლი სოლომანაშვილი მაგდა ნოვაკოვსკა კოკა ქამუშაძე ნიკოლოზ აგლაძე ზურა პაპიაშვილი ბათუ დანელია თეონა დოლენჯაშვილი ნინია ნადირაძე ქეთი ქანთარია მაია ლიპარტელიანი სალომე ბენიძე გიორგი ხარაიშვილი ირინე ჭოღოშვილი მაიკო დანელია ლელა კოდალაშვილი ია ჯინჭარაძე ნინი ელიაშვილი სოფიო კუბლაშვილი მაკო ჯანჯიბუხაშვილი მაია ალუდაური მაკა ლდოკონენი ზაალ ანდრონიკაშვილი გაგა ნახუცრიშვილი თორნიკე სიბაშვილი ანა კოპალიანი თამარ კვიჟინაძე ეკა ქევანიშვილი ლელა დუმბაძე ნიკა ლაშხია ლანა კალანდია ირაკლი ლომოური ხათუნა თავდგირიძე სანდრო ნავერიანი ნუკა ღამბაშიძე ანი ყიასაშვილი მარიამ კვიციანი ამირან რამიშვილი თინათინ ბერიაშვილი ტორესა მოსი წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალი “გრანელი” ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი F5 განცხადების ავტორების თქმით, მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, „პარტიული კუთვნილების ნიშნით შეარჩიოს და ერთპიროვნულად დახურულ კარს მიღმა დანიშნოს ისეთი ინსტიტუციის ხელმძღვანელი, როგორიცაა მწერალთა სახლი, კატეგორიულად მიუღებელია.“ „ის წარმოადგენს საბჭოთა ტოტალიტარული ტრადიციის ამაზრზენ გამოხატულებას და დამაზიანებელია ქართული კულტურისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ურთიერთობებისთვის. ჩვენ, ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები და ლიტერატურულ სფეროში დასაქმებული ადამიანები ვუცხადებთ დაუმორჩილებლობას კულტურის სამინისტროს პოლიტიკას, რომელიც ატარებს არადემოკრატიულ, საბჭოთა, ანტისახელმწიფოებრივ ხასიათს. შესაბამისად, ჩვენ არ ვიღებთ ახალ დირექტორს, რომელმაც ქართული საზოგადოების წინააღმდეგ ხმა მისცა "რუსულ კანონს". არ ვაღიარებთ საბჭოთა მეთოდებით ლიტერატურულ ცხოვრებასა და პროცესებში ჩარევას. მოვითხოვთ, შეიქმნას მწერლების მიერ გამოყოფილ სამუშაო ჯგუფთან ერთად კომისია, რომელიც შეარჩევს მწერალთა სახლის დირექტორის კანდიდატს და შეიმუშავებს ახალ მართვა-გამგეობის დოკუმენტს, რომ მომავალშიც ავიცილოთ ერთპიროვნული და პარტიული გადაწყვეტილებებით მწერალთა სახლის მუშაობაში ჩარევა."

მწერალთა სახლი განცხადებას ავრცელებს

მწერალთა სახლის ხელმძღვანელად ქეთევან დუმბაძის დანიშვნის შემდეგ, ორგანიზაციის სახელით განცხადება ვრცელდება, რომელშიც საუბარია, რომ „პირდაპირი დანიშვნის წესით ახალი დირექტორის მოსვლა ორგანიზაციაში, საფრთხეს უქმნის რიგი პროექტების თავისუფალ მართვას.“ ქეთევან დუმბაძე დეპუტატის მანდატს დატოვებს და საქართველოს მწერალთა სახლს უხელმძღვანელებს „მწერალთა სახლის, როგორც კულტურულ-საზოგადოებრივი ინსტიტუციის ისტორია უკვე ათ წელზე მეტს ითვლის. ამ პერიოდში ეტაპობრივად გაიზარდა ჩვენი გუნდის შემადგენლობა, გაფართოვდა სამუშაო პროფილი, წარმატებით განხორციელდა არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კულტურული და საგანმანათლებლო პროექტი. საპრეზენტაციო სივრცესთან ერთად, მაჩაბლის 13 ნომერში ბინა დაიდო მწერალთა რეზიდენციამ, დავით სარაჯიშვილისა და რეპრესირებული მწერლების მუზეუმებმა. ორგანიზაციის ზრდისა და განვითარების ყოველ ეტაპზე მწერალთა სახლის სათავეში იყო ნატა ლომოური, ვინც ეს სახლი უფუნქციო შენობიდან ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე და ღია კულტურულ ინსტიტუციად აქცია. ყველა პროექტი და წარმატება პირდაპირ არის მისი და მის მიერ ჩამოყალიბებული გუნდის ინიციატივებისა და დაუღალავი შრომის შედეგი. ჩვენთვის სამწუხაროდ და ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ, ნატა ლომოური დღეს აღარ იკავებს მწერალთა სახლის დირექტორის თანამდებობას. არადა, სწორედ მისი ხელმძღვანელობისას, ორგანიზაციის საქმიანობა იყო მუდმივად მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული. ამას მოწმობს ჩვენი ბენეფიციარების - მწერლების, მთარგმნელებისა და გამომცემლების უდიდესი მხარდაჭერაც. ჩვენი საქმიანობის ათი წლის თავზე სასწორზე დევს მწერალთა სახლის არაერთი ეროვნული და საერთაშორისო პროექტი. მიგვაჩნია, რომ პირდაპირი დანიშვნის წესით ახალი დირექტორის მოსვლა ორგანიზაციაში, საფრთხეს უქმნის ამ პროექტების თავისუფალ და უცენზურო მართვას. ჩვენ ვმუშაობთ მწერლებთან და მწერლებისთვის, ამიტომ ვუერთდებით 100-ზე მეტი მწერლის, მთარგმნელისა და გამომცემლის მოთხოვნას და მივიჩნევთ, რომ ორგანიზაციის ახალი დირექტორი უნდა აირჩიოს დარგის პროფესიონალებისგან შემდგარმა კომისიამ,“ - წერია განცხადებაში. მწერალთა, მთარგმნელთა და გამომცემელთა ნაწილი მწერალთა სახლის დირექტორად ქეთევან დუმბაძის დანიშვნას აპროტესტებს

ქეთევან დუმბაძის თქმით, მწერალთა სახლში არაფერი შეიცვლება, იქ ყოველთვის მთავარი იქნება ლიტერატურა და არა პოლიტიკა

მწერალთა სახლის მომავალი ხელმძღვანელის, ქეთევან დუმბაძის განცხადებით, იმის წარმოდგენა, რომ ვიღაც ცენზურას დააწესებს, გამორიცხულია. დუმბაძის თქმით, „მწერალთა სახლი არის თავისუფალი ხელოვანების არაჩვეულებრივი სივრცე, სადაც ყოველთვის მთავარი იყო მწერალი, მისი სიტყვა, მისი აზრი, მისი იდეები და, რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის ასე იქნება.“ მწერალთა სახლი განცხადებას ავრცელებს ის აღნიშნავს, რომ მწერალთა სახლში მთავარი იქნება ლიტერატურა და არა პოლიტიკა. „მხოლოდ იმ თვისებების გამო გაჩნდა ეს ჩემი კანდიდატურა, რომ თავგადაკლული ვარ ლიტერატურაზე. ეს არის ჩემთვის უზენაესი ღირებულება - მწერალი და მისი შემოქმედება. მე ვიცი, როგორც იქმნება და რა ძალისხმევა სჭირდება თითოეულ სიტყვას. მე ეს მინახავს ჩემი თვალით და ამაში გავიზარდე,“ - აცხადებს დუმბაძე „იმედთან“ და აღნიშნავს, რომ შეხვდება ყველას, ვისაც მასთან შეხვედრასა და თანამშრომლობა სურს. ქეთევან დუმბაძე მწერალთა სახლს 4 სექტემბრიდან უხელმძღვანელებს. „რა თქმა უნდა, მადლობა შემოქმედებით ჯგუფს და ნატაშა ლომოურსაც ყველაფრისთვის, რაც გაკეთდა 12 წლის განმავლობაში. მაგრამ იქ არაფერი შეიცვლება და არაფერი გაფუჭდება. პირიქით, ყველა ის პროექტი უფრო გაღრმავდება, უფრო მეტი შესაძლებლობა გაჩნდება. იქ ყოველთვის მთავარი იქნება ლიტერატურა და მეტი არაფერი, არავითარი პოლიტიკა,“ - აცხადებს დუმბაძე. ქეთევან დუმბაძე დეპუტატის მანდატს დატოვებს და საქართველოს მწერალთა სახლს უხელმძღვანელებს  

კულტურის სფეროს წარმომადგენელთა ნაწილი ქეთევან დუმბაძეს "მწერალთა სახლის" დირექტორად დანიშვნას ულოცავს

კულტურის სფეროს წარმომადგენელთა ნაწილი ქეთევან დუმბაძეს "მწერალთა სახლის" დირექტორად დანიშვნას სპეციალური წერილით ულოცავს. ერთობლივ წერილს ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი აქვეყნებს. „კულტურის სფეროს წარმომადგენლები ქეთევან დუმბაძეს წარმატებას ვუსურვებთ. ქეთევან დუმბაძე ლიტერატორებისა და მწერლების დიდი ოჯახის წევრია. სტუდენტობის წლებიდან მოყოლებული, მონდომებითა და პასუხისმგებლობით ეკიდებოდა მინდობილ საქმეს მთარგმნელობით კოლეგიასა თუ სატელევიზიო ჟურნალისტიკის სფეროში. როგორც ავტორი და პროდიუსერი, ურთულეს წლებში, დიდი რისკის ფასად ამზადებდა აქტუალურ და პრინციპულად მნიშვნელოვან გადაცემებს, რომლითაც ავტორიტარულ რეჟიმს უპირისპირდებოდა. ქეთევან დუმბაძე მუშაობდა კულტურის სამინისტროში, ლიტერატურული სფეროს მრჩევლად და არაერთი სასიკეთო საქმე გააკეთა თანამედროვე ლიტერატურის, წიგნისა და ავტორთა პოპულარიზაციისთვის. პროექტით „ცოცხალი წიგნები“, უკვე აღიარებულ თუ ახალბედა ავტორებთან ერთად, მან საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტი მოიარა. თანამედროვე ავტორები უკვე მერვე წელია ხვდებიან საზოგადოებას, მკითხველებს, ახალგაზრდებს საქართველოს ყველა კუთხეში, უნივერსიტეტებში, სახლ-მუზეუმებში, სკოლებში. ამავე პროექტის წიაღში შეიქმნა „მწერლის თეატრიც“, რომელიც თავდაპირველად მარჯანიშვილის თეატრში იმართებოდა, ახლა კი თუმანიშვილის თეატრში იმართება. ამავე პროექტით ქართველი ავტორები მონაწილეობენ ლიტერატურულ ფესტივალებში იტალიაში, გერმანიაში, შვედეთში, ისრაელში, თურქეთში, ხვდებიან ქართულ სათვისტომოებს, საკვირაო სკოლებს, მონაწილეობენ მთარგმნელობით ვორკშოპებში. ქართველი ავტორების არაერთი კრებული გამოიცა უცხოეთში, რომელთა თარგმანის ხელშეწყობაც სწორედ „ცოცხალი წიგნების“ მეშვეობით ხორციელდება. ქეთევან დუმბაძის ინიციატივით შეიქმნა 120-ზე მეტი თანამედროვე ქართველი მწერლის ვიდეო პორტრეტი და უნიკალური ვიდეო ფონდი. ასევე შეიქმნა დოკუმენტური ფილმი ჭაბუა ამირეჯიბზე, მწერლის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავად. სახელმწიფო ლიტერატურული კონკურსები („ლიტერა“, იაკობ გოგებაშვილის სახელობის კონკურსი საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის დარგში, „მუზა“) მისი უშუალო ინიციატივით ან აქტიური მონაწილეობით დაფუძნდა. და, რაც ხაზგასმით აღსანიშნავია: ნებისმიერ პროექტში, კონკურსში, ფესტივალსა თუ შეხვედრაში მონაწილეობისთვის, ქეთევან დუმბაძეს არასოდეს შეურჩევია ხელოვანები მათი პოლიტიკური შეხედულებების გათვალისწინებით. ზემოთქმული მხოლოდ ნაწილობრივი აღნუსხვაა იმ საქმეებისა, რაც ქართული მწერლობის წინსვლისთვის ქეთევან დუმბაძეს დღემდე გაუკეთებია. საყოველთაოდ ცნობილია ქეთევან დუმბაძის საუკეთესო პიროვნული თვისებები - სიკეთე, გულისხმიერება, ურთიერთობის იშვიათი უნარი... სხვადასხვა თაობის უამრავ ქართველ მწერალს პირადად უგრძნია მისი გამორჩეული ყურადღება და გულისხმიერება. ვულოცავთ ქეთევან დუმბაძეს მწერალთა სახლის ხელმძღვანელად დანიშვნას და ვუსურვებთ წარმატებას ქართული კულტურის სასიკეთოდ,“ - ნათქვამია წერილში. განცხადება და ხელმომწერთა სია - სრულად. ქეთევან დუმბაძის თქმით, მწერალთა სახლში არაფერი შეიცვლება, იქ ყოველთვის მთავარი იქნება ლიტერატურა და არა პოლიტიკა. „მხოლოდ იმ თვისებების გამო გაჩნდა ეს ჩემი კანდიდატურა, რომ თავგადაკლული ვარ ლიტერატურაზე,“ - აცხადებდა ის რამდენიმე დღის წინ. რატომ დაუჭირა მხარი უცხოური აგენტების შესახებ კანონს, ქეთევან დუმბაძემ ამ საკითხზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ძალიან ბევრი ადამიანი მიხვდა, რისთვის იყო, როგორ იყო ეს კანონი და არავითარი რუსული იქ არ იყო. ეს კანონი არავის მიუღია. ეს იყო პირველი მოსმენა, რომლის საფუძველზეც ეს კანონი საერთაშორისო ორგანიზაციებში უნდა გადაგზავნილიყო და მათგან უნდა მოსულიყო დასკვნა. ამას მისცა ხმა ქეთი დუმბაძემ და ხმა მისცა გამჭვირვალობას. როდესაც შენს ქვეყანას ასე არყევენ, ეს მარტო ქეთინო დუმბაძის ინტერესი არ არის. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რისთვის შემოდის მილიონები ამ ქვეყანაში.“ ქეთევან დუმბაძე დეპუტატის მანდატს დატოვებს და საქართველოს მწერალთა სახლს 4 სექტემბრიდან უხელმძღვანელებს მწერალთა, მთარგმნელთა და გამომცემელთა ნაწილი მწერალთა სახლის დირექტორად ქეთევან დუმბაძის დანიშვნას აპროტესტებს. განცხადების ავტორების თქმით, მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, „პარტიული კუთვნილების ნიშნით შეარჩიოს და ერთპიროვნულად დახურულ კარს მიღმა დანიშნოს ისეთი ინსტიტუციის ხელმძღვანელი, როგორიცაა მწერალთა სახლი, კატეგორიულად მიუღებელია.“ მწერალთა სახლის ხელმძღვანელად ქეთევან დუმბაძის დანიშვნის შემდეგ, ორგანიზაციის სახელით განცხადება გავრცელდა, რომელშიც საუბარია, რომ „პირდაპირი დანიშვნის წესით ახალი დირექტორის მოსვლა ორგანიზაციაში, საფრთხეს უქმნის რიგი პროექტების თავისუფალ მართვას.“  

მწერალთა და გამომცემელთა ნაწილი მწერალთა სახლს ბოიკოტს უცხადებს

ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები და ლიტერატურის სფეროში დასაქმებული ადამიანების ნაწილი აცხადებს, რომ კულტრის სამინისტროსთან და „მის პარტიულ დაქვემდებარებაში მოქცეულ მწერალთა სახლთან“ თანამშრომლობას წყვეტს და მონაწილეობას აღარ მიიღებს საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მწერალთა სახლის მიერ ინიცირებულ, დაფინანსებულ და მართულ პროექტებში. განცხადებაზე ხელმომწერები ამბობენ, რომ „ლიტერატურა ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა დგას, რამდენად მნიშვნელოვნადაც არ უნდა მიაჩნდეთ ეს ინტერესები თავად ამ პარტიის წარმომადგენლებს“ შეესაბამისად „ლიტერატურული პროცესი უნდა იყოს თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან და ქმნიდეს ნდობას მასში მონაწილე ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების,რელიგიური თუ იდეოლოგიური მრწამსის მქონე საქართველოს მოქალაქისთვის“. განცხადების ავტორებით თანახმად „ინსტიტუციები, რომელიც წარმართავს კულტურულ პოლიტიკას და ლიტერატურულ პროცესს, უნდა იყოს ღია და ინკლუზიური და იმართებოდეს გამჭვირვალედ და დემოკრატიული პრინციპების დაცვით“, როგორი ინტუტუციასცა წარმოადგენდა მწერლის სახლი წლების განმავლობაში. „მწერალთა სახლის დირექტორად მმართველი პარტიის წარმომადგენლის დანიშვნა ყოველგვარი დემოკრატიული პროცესის და სფეროში დასაქმებულ ადამიანებთან კონსულტაციის გარეშე, ძალაუფლების მქონეთა ავტოკრატიული მისწრაფებების გამოხატულებაა და ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ სწრაფვას ევროინტეგრაციისკეს“,- ნათქვამია განხადებაში. მისი ხელმომწერები აცხადებენ რომ ქართული ლიტერატურის საერთო ეროვნულ მნიშვნელობის გაცნობიერებით თავს ვალდებულად თვლიან გააკეთონ „ყველაფერი, რათა საქართველომ გაარღვიოს მის გარშემო რუსეთის მიერ შექმნილი კულუტურული იზოლაციის კედელი, წინამდებარე განცხადებაზე ხელმოწერით უარს ვამბობთ ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობაზე კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროსთან და მის პარტიულ დაქვემდებარებაში მოქცეულ მწერალთა სახლთან.“ მწერალთა, მთარგმნელთა და გამომცემელთა ნაწილი მწერალთა სახლის დირექტორად ქეთევან დუმბაძის დანიშვნას აპროტესტებს ბოიკოტი გულისხმობს საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს და მწერალთა სახლის მიერ ინიცირებულ, დაფინანსებულ და მართულ ნებისმიერ პროექტში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმას. „განურჩევლად მათი ფორმისა და შინაარსისა, იქნება ეს: ადგილობრივი წიგნის პრეზენტაციები და სხვა საჯარო ღონისძიებები, მთარგმნელობითი და სარეზიდენციო პროგრამები, თუ სხვადასხვა ქვეყნის წიგნის ბაზრობები, საერთაშორისო ფესტივალები და სხვა მნიშვნელოვანი ფორუმები, რომელშიც აქამდე საქართველოს ეროვნული სტენდით და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მონაწილეებად ვიყავით წარმოდგენილნი. ქართული ლიტერატურული პროცესის სიცოცხლე და მუდმივი განვითარება ჩვენი ქვეყნის საერთო ეროვნული ინტერესია და ჩვენ ვაცხადებთ, რომ გამოვიყენებთ ყველა პლატფორმას, რათა ქართულ კულტურაში მიმდინარე სახიფათო ავტორიტარული ტენდენციები ცხადი გახდეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და საქართველოს ერთგული მეგობრებისთვის, ამავდროულად უზრუნველვყოფთ რომ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ვიყოთ წარმოდგენილი ალტერნატიული ფორმით, ისევე როგორც შევეცდებით თავად მოვიპოვოთ დაფინანსების წყაროები მთარგმნელობითი და სარეზიდენციო პროგრამების, საერთაშორისო პლატფორმებში ჩართვის და ქართული ლიტერატურისთვის სხვა მნიშვნელოვანი პროექტების შეუფერხებელი მუშაობისთვის“. ბოიკოტი იწყება 4 სექტემბრიდან, ვინაიდან განცხადებაზე ხელმომწერების თანახმად, ამ დღის შემდეგ „მწერალთა სახლს მმართველი პარტიის მიერ დანიშნული კანდიდატი ჩაიბარებს“. ბოიკოტი „გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მის ხელმძღვანელს არ აირჩევს დარგის სპეციალისტებისგან შემდგარი კომისია.ხელოვნება ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია!“, ნათქვამია განცხადებაში. ხელომწერების სია ირაკლი კაკაბაძე (იაკი კაბე) რატი მუჯირი დავით გორგილაძე ლელა კოდალაშვილი ნათია გიორგაძე ნინო ჭინჭარაული თორნიკე სიბაშვილი მაკა კასრაძე ნატო ალხაზიშვილი ბესო სოლომანაშვილი ირაკლი ლომოური მაკა ლდოკონენი ზაალ ანდრონიკაშვილი ირინე ჭოღოშვილი თაკო ლონდარიძე ეკატერინე ტოგონიძე გიორგი ხარაიშვილი ელენე ჯაფარიძე ზურა პაპიაშვილი ლელა დუმბაძე ნატო დავითაშვილი მაშო სამადაშვილი მაია კუდავა ზვიად კვარაცხელია ნათია ორმოცაძე თინა მამულაშვილი ხათუნა თავდგირიძე ანდრო დადიანი ლიკა  ჩაფიძე მედეა იმერლიშვილი თეკლა ქველაძე ნანა აბულაძე მაია ლიპარტელიანი ნინო ნადირაძე ქეთევან ყანჩაშვილი ნესტან კვინიკაძე გია გოკიელი ნატო გორდელაძე დალილა გოგია ნუკა ღამბაშიძე გიორგი კაკაბაძე მაიკო დანელია შორენა ლებანიძე თამარ ფოლადაშვილი თამთა მელაშვილი მაკო ჯანჯიბუხაშვილი თეონა დოლენჯაშვილი სოფიო კუბლაშვილი მარინა ცხადაია ქეთი ნიჟარაძე ნინა სურამელაშვილი (რატი რატიანი) რატი ამაღლობელი გვანცა ჯობავა იუნონა გურული ანა ჯავახიშვილი ნინო კიკნაძე არჩილ ქიქოძე ლაშა ბუღაძე მაია ცირამუა ბექა ქურხული იოანე ფეზუაშვილი მარიამ კიკაჩეიშვილი სოფიო შამანიდი მარი ბექაური გიორგი მასხარაშვილი ზურაბ ლეჟავა გიორგი შონია ნიკოლოზ აგლაძე ბექა ადამაშვილი სოფიო ელიაშვილი რუსუდან რუხაძე გაგა ნახუცრიშვილი დათო ქარდავა კოკა ქამუშაძე ნინო ყაველაშვილი ლია შალვაშვილი მაია ბადრიძე მაგდა ნოვაკოვსკა ნინო თარხნიშვილი რუსუდან კაიშაური გიორგი მაისურაძე ანა ყიასაშვილი ამირან რამიშვილი მარიამ კვიციანი ქეთი ქანთარია ბუბა კუდავა თაკო ბაქრაძე ხათუნა ცხადაძე ლანა კალანდია პაატა შამუგია ბელა ჩეკურიშვილი ეკა ტაბლიაშვილი ლელა კოდალაშვილი  

მწერალთა სახლში წიგნი „PR & ურთიერთობის ფსიქოლოგია“ პრეზენტაცია გაიმართება

7 დეკემბერს, მწერალთა სახლში წიგნი „PR & ურთიერთობის ფსიქოლოგია“ პრეზენტაცია გაიმართება. წიგნის ავტორები არიან სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, საზოგადოებრივი კომუნიკაციების სპეციალისტი - ირინა ცერცვაძე და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ფსიქოლოგი - თეონა შარიქაძე. წიგნში განხილულია PR-ის თანამედროვე ტექნოლოგიების კონცეფციის, სტრატეგიისა და ეფექტიანი კომუნიკაციის მართვის სხვადასხვა მოდული, პროდუქტის ბრენდად ფორმირების ღირებულებათა სისტემა, კულტურის ძირითადი ტიპოლოგიური კონცეფციები, მოსაზრებები. საზოგადოებასთან ურთიერთობისა (PR) და სხვა მომიჯნავე დისციპლინების დეფინიციები; PR - ის, როგორც თანამედროვე ტექნოლოგიის მეცნიერულ - თეორიული საფუძვლები და მისი როლი საზოგადოებრივი ცხოვრების დემოკრატიზაციისა და სოციალური სუბიექტების ურთიერთქმედების პროცესში. გაანალიზებულია ყველა ის მოდული და პიარ-ინსტრუმენტი, რომელიც თანამედროვე ეპოქაში გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე. ასევე განხილულია საზოგადოებასთან ურთიერთობის მრავალი სტრატეგია, რომელიც დიდ აუდიტორიებთან საკომუნიკაციოდ გამოიყენება. ნაშრომში გაანალიზებულია, კომუნიკაციური პროცესის სტრუქტურა, მახასიათებლები, ფუნქციები; ემოციების მართვის ძირითადი პრინციპები და ფსიქოლოგიური ასპექტები; საჯარო გამოსვლებისა და დარწმუნების ხელოვნების მნიშვნელოვანი მახასიათებლები, მექანიზმები. წიგნში განხილულია კომუნიკაციის პროცესები და ამ პროცესებით მიღწეული შედეგები, რომლებიც ვლინდება ინტერპერსონალური ურთიერთობების დროს. მოცემული ნაშრომი განკუთვნილია საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის. მათთვის ვინც დაინტერესებულია და მუშაობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში. წიგნის პრეზენტაცია 19:00 საათზე გაიმართება.